• ქარ
  • Eng

პროექტები

თეორიული კურსი

2016 წლის შემოდგომიდან ორგანიზაციამ პრაქტიკანტი სტუდენტებისტ თეორიული გადამზადებისათვის თეორიული ლექციების ციკლი დაიწყო. აღნიშნული თეორიული კურსის მანძილზე სტუდენტები სწავლობენ შემდეგ სამართლებრივ საკითხებს: მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება, საჯარო რეესტრი, უდავო წარმოება, ატსტუპნიკები და პრივეტიზება, რეპრესირებულები, უკანონო მშენებლობა, ლეგალიზება, სამშენებლო ნებართვები, არასრულწლოვანთა უფლებები სასამართლო პროცესის დროს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, &  სამეზობლო სამართალი, სააღსრულებო, სარჩელის უზრუნველყოფა, მოხალისეობის ინსტიტუტი & ქირავნობის პრაქტიკული ასპექტები. აღნიშნული სალექციო კურსის ფარგლებში, თეორიულ მასალასთან ერთად, სტუდენტები ორგანიზაციაში არსებულ რეალურ შემთხვევებს განიხილავენ და შეეცდებიან დამოუკიდებლად წარმართონ იმიტირებული პროცესები, რაც მათ შემდგომ საადვოკატო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში ეხმარება. 

თეორიული კურსი წელიწადში 2-ჯერ გაზაფხულისა და შემოდგონის სემესტრში მიმდინარეობს,  კურსი 5 კვირის განმავლობაში, ყოველ კვირას ტარდება. ამ პერიოდში შეძენილი უნარები სტუდენტებს, როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვაში ისე მოქალაქეებთან ურთიერთობაში ეხმარება.

 

 

 

ტრენერთა ტრენინგი

პროეტის ფარგლებში განხორციელდა ყოფილი ა(ა)იპ "თბილისელების ადვოკატი"-ს 20 ტრენერ-ადვოკატისა და პროექტების ხემძღვანელთა გადამზადება პრაქტიკანტ და სტაჟიორ იურისტებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით. 

"ორგანიზაციული განვითარების ინიციატივა"

პროექტის მიზანს წარმოადგენს ა.ა.ი.პ. "თბილისელების ადვოკატის" გაძლიერება და ხელშეწყობა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ადამიანური რესურსებისა და შიდა პროცედურების სახელმძღვანელოს, აგრეთვე, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციათა ბაზის შემუშავებაში, ვებგვერდისა და სოციალური ქსელის გვერდის დახვეწასა და 2010-2012 წლების ბიუჯეტის ხარჯვის აუდიტის ჩატარებაში. პროექტი მიმდინარეობს 2012 წლის ივნისიდან.

იურიდიული კლინიკა

პროექტი იურიდიული დახმარება თბილისელებს 2009. წელს შეიქმნა და მის მიზანს თბილისი მოსახლეობის ხელშეწყობას საკუთარი უფლებების სამართლებრივ დაცვასა და რეალიზაციას წარმოადგენს. ასევე, თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა გათვითცნობიერება საკუთარ უფლებებში და მათი ინტერესბის დაცვას მოიაზრებს.

იურიდიული დახმარება საგადასახადო და სამეწარმეო საკითხებზე

აღნიშნული პროექტი შეეხება საგადასახადო და სამეწარმეო საკითხებს, თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო ბინესის საქმიანობის ხელშეწყობასა და საფინანსო ორგანოებთან ფინანსური ხასიათის პრობლემებს.